Tuesday, December 4, 2012

პოლიტიკა დღეს

ჩემგან პოლიტიკურ მოსაზრებებს არავინ ელის, აბლათ იმიტომაც, რომ არაკომპეტენტური ვარ და არც მაინტერესებს მაინცდამაინც. თუმცა, ბოლო 1 წელი ასე თუ ისე მაინც შემომეინტერესა. მადლობა ღმერთს, ეს ინტერესი ისვე ქრება ნელ-ნელა.

მაგრამ, ჩემი აზრით ეხლა შემდეგი სიტუაციაა:
ნაციონალებმა რამე კარგი გააკეთეს თუ არა, ძნელი გასაგებია, იმიტომ რომ ისინი ოქროსაც და მძღნერსაც ოქროდ ასაღებდნენ... მაგრად დაამუღამეს მალიარობა და ისე ოსტატურად ღებავდნენ მძღნერს ოქროსფრად, რომ სუნიც კი არ იგძნობოდა. მაგალითად, ერთი შეხედვით ოქროა შესანიშნავი კრიმინალური სიტუაცია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა სინამდვლეში ამ ოქროს თხელი ფენის ქვეშ მძღნერული წამება და პოლიტიკური დევნა იმალებოდა (ზოგადად კრიმინალთან დაკავშირებით მაქვს ერთი თეორია, მარა ეს სხვა დროს, თუ არ გადამიარა). მოკლედ, ასეა ყველაფერში თუ არა, სავარაუდოდ უმრავლეს საკითხებში.

ეხლა, მოვიდა ახალი მთავობა და ქვეყნის ცხოვრების ნორმალური გაგრძელებისთვის საჭიროა გაირკვეს რა არის მართლა ოქრო და რა ოქროსფერი მძღნერი. უნდა გაირკვეს იმიტომ, რომ ოქროს (ან ოქროსფერი საღებავის) ფენას დროდადრო განახლება ჭირდება და რადგანაც ოცნება მალიარობას არ/ვერ ამუღამებს ერთხელაც შეიძლება აღმოჩნდეს რო  ყველგან, სადაც ოქრო გვეგონა, სინამდვილეში მძღნერია. ერთდროულად ამდენი მძღნერის გატანის რესურსი სავარაუდოდ არ აღმოჩნდება ქვეყანაში. მერე უცბად იქნება გასარკვევი სად უნდა გაიტანონ, ოქროც როგორ არ გადააყოლონ და 1000 ლოგისტიკური საკითხი. ხოდა, სანამ ნელ-ნელა გაიტანენ, დაიხრჩობა ხალხი სუნით. ამიტომაც საჭიროა, პრევენცია - ოქროს ქვეშ ქაქის დროულად გამოვლენა, სანამ ავყროლდებით.

შემდეგი საკითხია საიდან უნდა დაიწყონ. ლოგიკურია, რომ დაიწყონ იქიდან, საიდანაც ან ოქროს  ქვემოდან მძღნერი უკვე ჟონავს, ან ფერით კი გავს ოქროს, მაგრამ ფორმა და სუნი აშკარად განავლისაა. ასევე, როგორც ჩანს მძღნერის გამოვლენის ტექნოლოგია გულისხმობს რაღაც ამოსავალ წერტილს, ანუ როგორ უნდა მიუდგე საკითხის შესწავლას (სანამ გაარკვევ), როგორც რომ კონკრეტული თემა უფრო მძღნერია, თუ როგორც რომ ოქროა. აქაც ლოგიკური მგონია ოცნების მიდგომა, რომ ნაციონალების ყველა საქმეს მძღნერად ასაღებენ და ამბობენ, ეხლა შევისწავლით რამდენად სწორია ჩვენი მოსაზრებაო. ლოგიკურია იმიტომ, რომ ადამიანს ქვეცნობიერად (და ცნობიერადაც) ურჩევნია მძღნერში იპოვოს ოქრო, ვიდრე ოქრო აღმოჩნდეს მძღნერი. ასე რომ, ეს მიდგომა მესმის.

ამ სიტუაციის ფონზე გასაგებია ევროპისა და ამერიკის აღფოთება იმით, რომ ყველაფერს მძღნერად ასაღებს ივანიშვილი. მათ აქვთ იმის ტექნოლოგია, რომ იქიდან კაი ტელესკოპებით ოქრო დაინახონ, მაგრამ სუნის აღსაქმელად შორს არიან.

რა თქმა უნდ არსებობს საშიშროება, რომ ოცნებამ ოქროც მძღნერად გაასაღოს, მაგრამ ამის შეუმჩნევლად გაკეთება ძნელია, იმიტორო ერთადერთი საშუალება ჩანს, რომ ოქრო ბლომად მძღნერში დამალო. ამ შემთხვევაში კი ისეთი სუნი დადგება, ხალხს ნაციონალების ერზაც-ოქროდან გამოჟონილი მძღნერი შეიძლება მოენატროს კიდეც.. მოკლედ, ალბათ არ გამოუვათ. სადაც PR-ში დამხეცებულ სააკაშვილს არ გაუვიდა, ცოტაარიყოს-დაუფიქრებლად-ფრაზების-მთქმელ-დამერეისევგადამთქმელ ივანიშვილს მით უმეტეს არ უნდა გაუვიდეს.

და მთავარი - ოქროს და მძღნერის გარდა გარდა არსებობს კიდე ვერცხლი, ქვა, ბადე და მარკატელი...

Saturday, December 11, 2010

Wednesday, June 4, 2008

ეს უნდა დავამუღამო რა.. მერე რა, რომ არავინ კითხულობს? დიდი საქმე.. რაზე წერენ? შეყვარებულს დავშორდი, რა უბედური ვარ? :D

OMG, არა, რაღაც სხვაა საჭირო

Tuesday, February 12, 2008

The very first one

Hi everybody!

I don't really know what will I write here from time to time.. maybe even nothing, who knows, but at this moment my wish is to make post. Not expecting any comments and even that somebody will read this. Anyway, nothing is lost! ;)

Peace,
Gia